უცხოპლანეტელები დედამიწაზე ინტერნეტსაიტ „ვიკილიქსის“ სკანდალთან და სენაციასთან ასოცირება აღარავის უკვირს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ბევრ სხვა გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას ჩრდილავს, თუმცა ზოგიერთისატერნეტსაიტ „ვიკილიქსის“ სკანდალთან და სენაციასთან ასოცირება აღარავის უკვირს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ბევრ სხვა გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას ჩრდილავს, თუმცა ზოგიერთისათვის შესაძლოა, ძნელად დასაჯერებელი, ან სულაც დაუჯერებელი აღმოჩნდეს. „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, სულ რაღაც ორ თვეში, დედამიწას სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრებიან. სკანდალური ინტერნეტსაიტი კვლევითი ცენტრის SETI–ის ასტრონომების აღმოჩენაზე წერს. მათი მტკიცებით, დედამიწას უცხოპლანეტელთა გიგანტური ზომის სამი ხომალდი უახლოვდება. უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ბედნიერება დედამიწელებს ორ თვეში ექნებათ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ასტრონომებმა კვლევებში ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს.
ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ მსოფლიო პრესაში სხვადასხვა ვერსიები გაჩნდა. მაგალითისათვის, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ“. The Guardian–იწერს, რომ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, ისინი ადამიანების ადვილად დამონებასაც შეძლებენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დედამიწელებს საკვებად გამოიყენებენ და პლანეტაზე უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ. ყოველივე შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფუძველი გახდეს. თუმცა თუკი ორი ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგება, ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ადამიანებს მათგან დიდი გამოცდილების მიღება შეეძლებათ.
SETI–ის ასტრონომების აღმოჩენას მსოფლიო ექსპერტებმა მეცნიერთა ერთი ჯგუფის ფანტაზიის ნაყოფი უწოდა. მათი თქმით, უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლა რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, დოკუმენტები და ფოტოები აუცილებლად უმაღლეს დონეზე იქნებოდა გასაიდუმლოებული, ამ შემთხვევაში კი, ისინი აუცილებლად ჩაუვარდებდა ხელთ „ვიკილიქსს“. მეცნიერების პასუხად, სკანდალურმა ინტერნეტსაიტმაც არ დააყოვნა და უცხოპლანეტელების დედამიწასთან მოახლოების ფაქტი სულ რამდენიმე დღეში დაადასტურა. საიტზე გამოქვეყნებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უცხოპლანეტელ მზვერავთა შემოსვლა უკვე დაწყებულია. საბრძოლო კოსმოსური ხომალდები ალიასკაზე დააფიქსირეს. სამი უზარმაზარი ხომალდის ჩამოსვლა კი, პირდაპირი შემოჭრა იქნება.
1937-38 წლების მიჯნაზე ჩინეთას და ტიბეტის საზღვართან
მდებარე ბაიან-ყარა-ულას მთების მიუვალ რაიონში ექსპედიციამ, რომელსაც პეკინის მეცნიერებათა
აკდემიის პროფესორი ჩი პუ ტეი ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ კლდეში ციცქნა მღვიმეები აღმოაჩინა.
ისინი უზარმაზარ სკის ფიჭას წააგავდა. მღვიმეებში ფაქიზი, 130 სანტიმეტრამდე ზომის
ჩონჩხები აღმოჩნდა, არაპროპორციულად დიდი თავებითა და წვრილი კიდურებით. მათი გულმოდგინე
კვლევის შედეგად მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ გარემომცველი კლდეები უძველესი სასაფლაოა,
ხოლო პატარა მღვიმეები – 716 გარდაცვლილი უცხოპლანეტელის უკანასკნელი თავშესაფარი.მღვიმეებში ასევე აღმოჩნდა მზის, მთვარის, დედამიწის
და თანამედროვე ასტრონომიბისათვის დღემდე უცნობი პლანეტის ნახატები. უცნობი პლანეტიდან
გამომავალი მუხუდოს მარცვლის ზომის წერტილებისგან შემდგარი ჯაჭვი გარს უვლის მზეს და
დედამიწას ებჯინება.
გარდა ამისა, იქვე აღმოაჩინეს 30
სანტიმეტრის დიამეტრისა და 8 მილიმეტრის უცნაური კერამიკულიდისკები. ცენტრში ყოველ
მათგანს ნახვრეტი ჰქონდა. დისკის ცენტრიდან კიდეებისკენ მიემართებოდა წვრილი გაუგებარი
ნიშნებისგან შემდგარი სპირალი. ანალიზმა აჩვენა, რომ ოდესღაც დისკებს წონიდნენ. მოხდა
საოცრება – სასწორი თვითმწერთან იყო შეერთებული და აპარატს ტალღისებური მრუდი გამოჰყავდა,
ანუ დისკი თვითონ ამცირებდა და ზრდიდა თავის წონას.
60-იანი წლების დასაწყისში ჩინელმა
ცუმ უმ ნუიმ ნაწილობრივ გაშიფრა წარწერები დისკებზე, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმის დასამტკიცებლად,
რომ ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ უცხოპლანეტელ არსებათა ჯგუფი, რომლებიც თავიანთ
თავს ”დროპას” უწოდებდნენ, იძულებით დაეშვა ბაიან-ყარა-ულას რაიონში და აფრენა ვეღარ
შეძლო ამ მეტად მკაცრ მხარეში ჩარჩენილები გადარჩენისთვის იბრძოდნენ, მაგრამ, საბოლოოდ,
ყველა დაიღუპა.
ცუმ უმ ნუიმ გაშიფრული ტექსტების
გამოქვეყნების უფლება მიიღო, მაგრამ პროფესორის ნაშრომი სათაურით ”12 000 წლის წინ
არსებული ხომალდის ისტორია” მკაცრი კრიტიკისა და დაცინვის საგანი გახდა. განაწყენებული
მკვლევარი საცხოვრებლად იაპონიაში გადავიდა, სადაც მალე გარდაიცვალა, ხოლო სენსაციური
აღმოჩენა ”კულტურული რევოლუციის” ალიაქოთსა და ქაოში ჩინეთის სხვადასხვა საცავსა და
მუზეუმში გაიფანტა.
დღეისათვის გერმანეი არქეოლოგის ვალტერ
ფონ მოლტკეს წყალობით დისკების წარწერათა ტარგმანი დავიწყებას გადაურჩა. რამდენიმე
წლის წინ კი მან ჩინეთში მორიგი ექსპედიცია მოაწყო.
1962 წელს გაკეთებული თარგმანი მოგვითხრობს
დროპას ტომის – ეთნიკური უმცირესობის ისტორიას, რომელიც 1947 წლისათვის თითქმის მთლიანად
გაქრა, – ამბობს ვალტერ ფონ მოლტკე. – იდუმალმა წარწერებმა გვაუწყა, რომ დროპას მშობლიური
პლანეტა სირიუსის მახლობლად მდებარეობს მათმა წინამორბედებმა დედამიწაზე ორი ექსპედიცია
განახორციელეს დაახლოებით 20 000 წლის წინ და 1014 წელს. უკანასკნელი მისიის დროს ხომალდი
დაიმტვრა და გადარჩენილებმა ვერ შეძლეს ჩვენი პლანეტის დატოვება. ასე წარმოიშვა დროპას
ტომი.
ხანგძლივი ძიების შემდეგ მოლტკემ
მიაკვლია ჩინეთის სხვადასხვა მუზეუმში გაფანტულ უცხოპლანეტელთა ჩონჩხებს. არქეოლოგმა
გადაიღო ბელადის გაქვავებული ჩონჩხის სურათები, რომლის სიმაღლეც 117 სანტიმეტრი აღმოჩნდა,
ხოლო მისი მეუღლე 12,5 სანტიმეტრით დაბალი იყო.
მოლტკე ვარაუდობს, რომ 716-დან
12 ჩონჩხი პირველ კოსმოსურ კოლონისტებს ეკუთვნოდათ, ისინი დანარჩენებისაგან უფრო მცირე
ძომით, თავის ქალებისა და თვალის ბუდეების სიდიდით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთ მათგანს
ფეხზე ქირურგიული ოპერაციის აშკარა კვალი ემჩნეოდა, რაც, სავარაუდოდ, ლაზერით იყო გაკეთებული…
დღეისთვის დროპას იდუმალი ტომი არ
შემორჩენილა, თუმცა სავსებით შესაძლებელია, მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ჯერ კიდევ
ბინადრობდნენ ჩინეთის ძნელადმისადგომ მთიან რაიონებში.
რამდენიმე წლის წინ ჩინეთის სხვა
მაღალმთიან მხაარეში, ბასუდან-ულას მთის ფერდობზე მონადირეებმა ყინულში უცხოპლანეტელის
კარგად შენახული გვამი აღმაჩიეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი ასაკი დაახლოებით
5 000 წელს შეადგენს.
ამერიკის ილინოისის შტატის უნივერსიტეტში ცხედარი
გულდასმით გამოიკვლიეს. სპეციალისტთა მტკიცებით, გვამის თითქმის ყველა ორგანო… ხელოვნური
წარმოშობისაა, ხოლო მასალები, რომლითაც ისინია დამზადებული უცნობია თანამედროვე მეცნიერებისათვის..
ადამიანთა კულტურაში უცხოპლანეტელი ხშირად წარმოდგენილია ჰუმანოიდური ტიპის არსების სახით. ჩამოყალიბდა მისი ერთგვარი სახე, რომელიც ხშირად ასოცირდება მწვანე ან რუხი ფერის ადამიანის მსგავს არსებასთან, რომელსაც არ აქვს თმები, აქვს დიდი თავი, დიდი თვალები და გრძელი ხელები. ხშირად აღწერილია, როგორც არსება გარკვეული სქესობრივი ნიშნების გარეშე.